სტუდენტური კონფერენცია „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“

5 ივნისი 2024

2024 წლის, 5 ივნისს, 10:00 საათზე, კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“.

 

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

20 აპრილი - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე.

20 მაისი - რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა (მოცულობა 10-15 გვერდი)

28 მაისი - ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა

5 ივნისი  - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

 

 

გამოწვევა: მარკეტინგული კამპანია ტურისტული ადგილისთვის (დესტინაციისთვის).

 

მონაწილეობის ფორმატი: მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტური გუნდები. გუნდი უნდა დაკომპლექტდეს 5 სტუდენტით.  მნიშვნელოვანია, თითოეულ გუნდს ჰყავდეს კოორდინატორი.

 

გამოწვევის მიზანია სტუდენტებმა:

 

  • გაიღრმაონ ცოდნა მარკეტინგის სტრატეგიებში პრაქტიკული პერსპექტივიდან;
  • შეისწავლონ ტურისტული პროდუქტების მარკეტინგის მეთოდები ტურისტულ ადგილებში პრაქტიკული მაგალითის გამოყენებით;
  • შეძლონ მიზნობრივი ბაზრების და სეგმენტების იდენტიფიცირება და განავითარონ შესაბამისი მარკეტინგული საშუალებები, სპეციალური ფოკუსით ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიებზე;
  • გაეცნონ მდგრადი განვითარების და ინკლუზიური საზოგადოებრივი განვითარების პრინციპებს ტურიზმის დახმარებით;
  • პრაქტიკაში გამოიყენონ სიტუაციური ანალიზის მეთოდები;
  • განავითარონ გუნდური მუშაობის უნარები.

 

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით, ხოლო კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

 

დავალება:

 

განავითარეთ ტურიზმის მარკეტინგული კამპანია თქვენს მიერ შერჩეულ ტურისტულ ადგილას (ქალაქი, სოფელი). კამპანიამ სრულად უნდა გამოავლინოს ტურისტული ადგილის ტურისტული პოტენციალი, იმ პირობით რომ  უზრუნველყოფილი იქნება ტურიზმის კონტრიბუცია მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

 

გამოწვევა:

 

ბევრ ტურისტულ ადგილს მისი დიდი ტურისტული პოტენციალის მიუხედავად არ გააჩნია შესაბამისი მარკეტინგული საშუალებები, რაც მას საშუალებას მისცემდა საკუთარი თავის როგორც ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილის პოზიციონირება მოეხდინათ და ამავე დროს გაეხადათ ტურიზმი  მათი ინკლუზიური და მდგრადი განვითარების საშუალებად.

 

მეთოდი - გამოწვევაზე პასუხის მომზადებისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები:

 

  1. შეკრიბეთ გუნდი-გახსოვდეთ გუნდის შერჩევისას მნიშვნელოვანია იხელმძღვანელოთ მათი შესაბამის სფეროში კომპეტენციებით.
  2. აარჩიეთ ტურისტული ადგილი. ტურისტული ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ამ ადგილის შესახებ არსებული ცოდნა.
  3. თქვენი კამპანია უნდა მოიცავდეს: სიტუაციურ ანალიზს, სტრატეგიულ დაგეგმვას, იმპლემენტაციას, ასევე გავლენის შეფასების ინსტრუმენტებს.
  4. განსაზღვრეთ მიზნები და საშუალებები თუ, როგორ გაზომავთ და მონიტორინგს გაუკეთებთ მათ.
  5. განსაზღვრეთ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული თქვენს მიერ შერჩეულ ტურისტულ ადგილას ტურისტული პროდუქტები და გამოცდილებები საზოგადოებისთვის ეკონომიკური სარგებლის გასაზრდელად, თუმცა მდგარი პრინციპების გათვალისწინებით. მაგალითად ადგილობრივი საკვები, ბუნებაზე დაფუძნებული აქტივობები, კულტურული ტურიზმი, ა.შ.
  6. იფიქრეთ სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებასა და ბაზრის სეგმენტაციაზე: იდენტიფიცირება გაუკეთეთ ძირითად საბაზრო სეგმენტებს და მოახდინეთ მიზნობრივი ბაზრების პრიორიტეტიზაცია; თითოეული პრიორიტეტული საბაზრო სეგმენტისთვის განსაზღვრეთ მოტივაციები, საჭიროებები და პრიორიტეტები.
  7. სასურველია ტურისტულ ადგილზე განხორციელდეს საველე კვლევა, თუმცა აუცილებელი არ არის.
  8. განსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს სხვა საკითხებთან ერთად შემდეგს: დეტალურ აქტივობებს, ბიუჯეტს, იმპლემენტაციის დროს, პასუხისმგებელ უწყებებს, ა.შ. განსაზღვრეთ რა როლი უნდა ჰქონდეს თქვენს მიერ შემოთავაზებულ გეგმაში სტეიკჰოლდერებს (ბიზნეს პარტნიორებს, ასოციაციებს, ადგილობრივ რეზიდენტებს, სახელმწიფო სტრუქტურებს).
  9. არ დაგავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, იყავით კრეატიულები!

 

ფორმატირება:

 

ნაშრომი უნდა იყოს (Pdf)  დოკუმენტი მაქსიმუმ 16 გვერდი და მოიცავდეს შემდეგს:

 

  1. თავსართი (1 გვერდი)
  2. გუნდის წევრების წარდგენა (1 გვერდი)
  3. შეჯამება, რომელიც მოიცავს გამოწვევაზე პასუხის ყველა სხვადასხვა ელემენტს (1 გვერდი)

 

გამოწვევაზე პასუხი (8 გვერდი, სადაც მოცემული იქნება გამოწვევაზე პასუხი და მოიცავს შეფასებას, სტრატეგიას და შემოთავაზებულ აქტივობებს):

 

  • გამოწვევაზე პასუხის აღწერა
  • როგორ უნდა მოხდეს გამოწვევაზე პასუხის იმპლემენტაცია
  • SDG ინდიკატორებში კონტრიბუცია (როგორ და რომელი SDG)
  • გამოწვევაზე პასუხის შედეგების გავლენა მოკლევადიან, საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში
  • ბიბლიოგრაფია და/ან დამატებითი ინფორმაცია (მაქს. 5 გვერდი)

 

*იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ 5-ზე ნაკლებ გვერდს ბიბლიოგრაფიისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ 8-ზე მეტი გვერდი გამოწვევაზე პასუხის მოსამზადებლად, მაგრამ გახსოვდეთ რომ pdf დოკუმენტი არ უნდა აღემატებოდეს 16 გვერდს მთლიანობაში.

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

თქვენი ნაშრომი შეფასებული იქნება ჟიურის მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

  • ინოვაციურობა და ორიგინალობა
  • მოდელის იმპლემენტაცია და მისი შესრულებადობა
  • სიზუსტე და ეფექტური კონტრიბუცია გამოწვევის დასაძლევად
  • SDG-ში კონტრიბუცია
  • პრეზენტაციის ვიზუალური მხარე

 

ჟიური აფასებს ამ ასპექტებს ინდივიდუალურად 1-10 ქულამდე. გუნდისთვის მიღებული ქულა არის ჯამი მოცემული კატეგორიების მიხედვით 50 ქულა.