ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თამარ კარბაიას სადოქტორო ნაშრომის დაცვა

5 ივლისი 2022

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თამარ კარბაიას სადისერტაციო ნაშრომის  -„Hofstede’s National Cultural Dimensions in Managerial Context“  (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;

 

ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

 

 

დაცვა გაიმართება: 13 ივლისს, 13:00 საათი,  აუდიტორია C9