7 მაისს, 16:00 საათზე, CSL-ის ონლაინ ლექცია გაიმართება თემაზე - "პროფესია იურისტი - ეშმაკის ადვოკატი".
ლექციას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამართალმცოდნეობის წრის ხელმძღვანელი, იურისტი ლუკა ბიბინეიშვილი ჩაატარებს.
"ეშმაკის ადვოკატს" იურისპრუდენციაში უწოდებენ იმ ბრალდებულების ადვოკატებს, ვისთვისაც ცნობილია მათი კლიენტების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაც სწორედ ამ საკითხს შეეხება და მის ფარგლებში სპიკერი ისაუბრებს ტერმინის - "ეშმაკის ადვოკატი" შესახებ, გაარჩევს ამავე სახელწოდების ფილმსა და წიგნს და განიხილავს „ეშმაკის ადვოკატის“ სამართლებრივ და მორალურ დილემას.
ლექციის ბოლოს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სპიკერს კითხვები დაუსვან.
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.