14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, გიორგი პაპავას სადისერტაციო ნაშრომის - “Impact of Distributed Profit Taxation on Firm Performance - The Case of Georgia “(სამეცნიერო ხელმძღვანელი-ლაშა ჭოჭუა, ასოცირებული პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ლაშა ჭოჭუა, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
- აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ვახტანგ ჭარაია, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
დაცვა გაიმართება: 14 ივლისი, 12:00 საათი, გრენობლის აუდიტორია C9.