24 აპრილს, 18:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ლექცია, CES-ის ღია ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში.
ღია ლექცია-სემინარების ციკლი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვისაა განკუთვნილი.
შეხვედრების თემა იქნება "დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მომზადების სისტემის პასუხი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დამდგარ ახალ გამოწვევებზე".
ამჯერად, ონლაინ შეხვედრას გაუძღვება გიორგი ჭაუჭიძე - 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი.
შეხვედრა გაიმართება ორ ნაწილად: პირველი ნაწილი დაეთმობა ლექციას, ხოლო მეორე სემინარს.
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.