სასერტიფიკატო კურსი: „მდგრადი ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის საფუძვლები“

27 ნოემბერი 2025

მწვანე ტურიზმის ჰაბი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „მდგრადი ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის საფუძვლები“.

 

ტრენინგი არის უფასო და ჩატრდება კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში, ENRICHER-HUBS Erasmus+ პროექტის ფარგლებში.

 

ხანგრძლივობა: 15 საათი
დაწყება: 1- 6 დეკემბერი (დღეში სამი საათი)

 

კურსის მიზანი

 

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარებიმდგრადი ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის სფეროში. კურსის დასრულების შემდეგ ისინი შეძლებენ დაგეგმონ, დააპროექტონ და განახორციელონ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და მდგრადი ტურისტული პროდუქტები და მომსახურებები.


ძირითადი თემები:

• მდგრადი ტურიზმის პრინციპები და გლობალური სტანდარტები (UNWTO, GSTC)
• ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვი და დანიშნულების ადგილის მართვა (DMO)
• მომხმარებლის მოგზაურობის რუკის შედგენა
• მომსახურების დიზაინის საფუძვლები და ინოვაციური მიდგომები
• ბიზნეს მოდელის კანვასის გამოყენება
• პროტოტიპების შექმნა მდგრადი ტურისტული მომსახურებისთვის

 

სწავლების ფორმატი

 

ინტერაქტიული ტრენინგები, გუნდური სამუშაო, პრეზენტაციები და პრაქტიკული სავარჯიშოები.კურსის ბოლოს მონაწილეები წარადგენენ მდგრადი ტურისტული მომსახურების დიზაინის კონცეფციას და მიიღებენ სერტიფიკატს.

 

მონაწილეობა:


• მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს;
• რეგისტრაცია ინდივიდუალურია;
• პრიორიტეტი მიენიჭებათ ტურიზმის, მასპინძლობისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს.

 

გაიარე რეგისტრაცი მითითებულ ბმულზე.

 

რეგისტრაცია დასრულდება – 27 ნოემბერს, 2025

 

ტრენერები:

 

ნატო რობიტაშვილი- პროგრამების მენეჯერი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაში და ასისტენტ პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში.

 

პროგრამების მენეჯერი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაში და ასისტენტ პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში. მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ეკო და თემზე დაფუძნებული ტურიზმის მიმართულებით, კეძოდ მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი თემზე დაფუძნებული და ეკოტურისტული პროდუქტის შემუშავებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლის მიზანია ეკოტურიზმის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება ინოვაციური ტურისტული შესაძლებლობების მეშვეობით.

 

გიორგი ბრეგაძე, დოქტორი- კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

გიორგი ბრეგაძე არის ტურიზმის ეკონომიკის სპეციალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ხელმძღვანელობს ერთობლივ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას Fairleigh Dickinson University-თან ერთად და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც აკადემიურ, ისე საჯარო და საკონსულტაციო სფეროებში. წარსულში იგი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სტატისტიკის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. ის აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში (EU, USAID, Erasmus+), რომლებიც მიზნად ისახავს ტურიზმის ეკონომის და პოლიტიკის, სტატისტიკის, ინოვაციების და მდგრადი განვითარების გაძლიერებას. იგი რეგულარულად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის.

 

ნინო თიგიშვილი - კავკასიის უნივერიტეტის ასისტენტ პროფესორი.

 

ნინო თიგიშვილი არის კავკასიის უნივერიტეტის ასისტენტ პროფესორი და კითხულობს ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის კურსებს. იგი არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი 7-წლიანი გამოცდილებით მდგრადი ტურიზმის, ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გაერო, Mercy Corps, CENN და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) და სხვ. ნინო ასევე არის ეკოტურისტული სივრცის „Tigi’s Home“-ის დამფუძნებელი.