მასპინძლობის მენეჯმენტის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია

14 ივნისი 2022

17 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, დაინტერესებული პირებისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი მასპინძლობის მენეჯმენტის  საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

 

პრეზენტაციას წარუძღვებიან: ნინო კალანდაძე - კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი, გიორგი ბრეგაძე - კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თიბისი ბანკის ასოცირებული მკვლევარი და ჯეისონ სკორზა - ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის ვიცე-დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი.

 

ღონისძიებაზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნობიან პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, მასპინძლობის, სპორტისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა მოწინავე ადგილებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში და მიღებული აქვს ისეთი საერთაშორისო დონის აკრედიტაცია, როგორიცაა AASBC.

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 16 ივნისამდე რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე