საინფორმაციო შეხვედრა - მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა

19 თებერვალი 2025

19 თებერვალს, 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.


შეხვედრას გაუძღვება კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი.  

 

პირველ 3 წლიან მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას, კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად უკვე 4 წელია ახორციელებს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს:

 

მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
ისწავლონ საზღვარგარეთ;
დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.  


შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.