საინფორმაციო შეხვედრები გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) მიმდინარე კონკურსების შესახებ

22 ოქტომბერი 2025

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ყველა დაინტერესებულ სტუდენტს გიწვევთ მიმდინარე გაცვლითი პროგრამების კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებზე დასასწრებად. შეხვედრის მსვლელობისას, ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს პროგრამებთან და სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ/შინაარსობრივ საკითხებზე. 

 

გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე და მონიშნოთ სასურველი თარიღი, შეხვედრები გამართება კავკასიის უნივერსიტეტში, აუდიტორია A5. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ CU სტუდენტის მეილით.