ირაკლი ბესელიძის მასტერკლასი - Marketing for better life

1 თებერვალი 2017

1 თებერვალს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ირაკლი ბესელიძე გამართავს მასტერკლასს თემაზე - Marketing for better life.

 

ირაკლის მარკეტინგული კარიერა დაიწყო 1997 წელს სარეკლამო სააგენტო Premier SV-ში მოგვიანებით ის შეურთდა მსოფლიოში წამყვან მედია კომპანია Carat-ს და გახდა ამ კომპანიის მედია გაყიდვების დირექტორი, 2002 წელს, ირაკლიმ დაიწყო საკუთარი ბიზნეს - დაარსა სარეკლამო სააგენტო AdBureau.2006 წელს შეიძინა კომპანია Premier SV, სადაც მისი მარკეტინგული კარიერა დაიწყო.

 

2014 წელს ის სინგაპურში გადავიდა, სადაც მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო კომპანია PTE LTD დაარსა. 2015 წლიდან კი ის დაბრუნდა საქართველოში რათა ფოკუსირება მოახდინოს საგანმანათლებლო საქმიანობაზე. ირაკლის 19 წლიანი კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი წარმატებული მარკეტინგული კამპანია განხორციელდა.

 

დასწრების მსურველებმა შეავსეთ მოცემული განაცხადის ფორმა. შეხვედრა გაიმართება პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.