30 სექტემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებების კრებულის პრეზენტაცია.
გიწვევთ პრეზენტაციაზე, სადაც დამსწრე საზოგადოებას უფასოდ გადაეცემა მოხსენებების კრებულები, ასევე, ვისაუბრებთ მომავალი კონფერენციის დეტალებზე.
2024 წლის, 20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“. კონფერენციამ თავი მოუყარა როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოსს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგიტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე. დასწრება თავისუფალია!
*რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 სექტემბერი.