23 ოქტომბერს, 18:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი კავკასიის ეკონომიკის სკოლის დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საჯარო ლექციაზე დასასწრებად.
ლექციის თემა: განახლებადი ენერგიის გეოპოლიტიკა.
ლექციას წარუძღვება ისტორიკოსი და ეკონომისტი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის აგრიკულტურული პროექტების ხელმძღვანელი - პროფესორი კრისტოფ კორდონიე.
საჯარო ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, საკონფერენციო დარბაზში, მესამე სართული.
გთხოვთ, ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.