WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მესამე ნაკადის მეექვსე ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო

5 ივნისი 2024

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც ონლაინ ლექციების 50%-ს დაესწრებიან, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

მეხუთე ლექცია გაიმართება - 5 ივნისს, 15:00 საათზე.



ლექციის თემა:
„ 2030 მდგრადი განვითარების გეგმა - საერთაშორისო უსაფრთხოება,კლიმატის ცვლილება და ა.შ “


ლექციას წარუძღვება მილაგროს ვერზეროლი, Siglo 21 უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, აქტივისტი და გარემოსდაცვითი განათლების კოორდინატორი (Jóvenes por el Clima Argentina) და მდგრადი განვითარების მიზნების პრომოუტერი (Red Internacional de Promotores ODS (RIPO)).  


ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე.


ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა- 5 ივნისი დღის 11:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. 

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.