WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მეოთხე ნაკადის პირველ ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო

7 მაისი 2025

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც ონლაინ ლექციების 50%-ს დაესწრებიან, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

პირველი ლექცია გაიმართება 7 მაისს, 16:00 საათზე.

ლექციის თემა: “მედია და საინფორმაციო წიგნიერება დეზინფორმაციის ეპოქაში”.


ლექციას წარუძღვება მარია ლაურა გარსია, AI2030-ის ესპანურენოვანი ფილიალის თავმჯდომარე, გლობალური ინოვაციების და ცვლილებების მართვის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი და GlobalNews-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.


ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე. 7 მაისის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 მაისის დღის 12:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. 

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.