22 მაისს, 09:30 – 1:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა „კულტურა, ძალაუფლება და პოლიტიკური ნარატივი პოსტსაბჭოთა კონტქსტში.
მრგვალი მაგიდა აერთიანებს შერჩეულ მკვლევრებს, კულტურის სფეროდან, ხელოვნებათმცოდნეებს, კულტურისა და მეხსიერების კვლევის სპეციალისტებს, კრიტიკულ ისტორიკოსებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა განიხილონ კულტურის, პოლიტიკის, მეხსიერების და ისტორიული ნარატივის წარმოების ურთიერთკავშირები, როგორც კონტროლის, ძალაუფლებისა და წინააღმდეგობის მექანიზმები პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში.
თანამედროვე საქართველოში პოლიტიკური და კულტურული ბრძოლა ღრმად არის გადაჯაჭვული ისტორიულ ნარატივებთან, მეხსიერების პოლიტიკის და ჰიბრიდული პრაქტიკის სხვადასხვა ფორმებთან.
შეხვედრის მიზანია კრიტიკულად გაანალიზოს, როგორ იქმნება ოფიციალური და არაოფიციალური ნარატივების შედეგად პოლიტიკური რეალობა; როგორ მანიპულირებენ კოლექტიური ემოციებით. მონაწილეები ერთად დასვამენ კითხვებს, თუ როგორ ქმნიან სახელმწიფოები და პოლიტიკური ელიტები „სასურველ“ და „დასასჯელ“ ისტორიულ და კულტურულ ნარატივებს; ასევე როგორ ინსტიტუციონალიზდება, ან იშლება მეხსიერება, და როგორ იქცევა არქივები, მონუმენტები და საჯარო წარმოდგენები, როგორც იდეოლოგიური რეპროდუქციის, ისე წინააღმდეგობის სივრცეებად.
ამასთან ერთად, შეხვედრა გააშუქებს იმ საკითხსაც, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან მარგინალიზებული ხმები, დამოუკიდებელი ხელოვანები, საზოგადოებიდან წამოსული მოძრაობები, ინტელექტუალური წრეები და სხვა ჰეგემონურ სტრუქტურებს — დავიწყებული ისტორიების ხელახალი პრიზმით, ალტერნატიული ნარატივების შექმნით და დომინანტური სიმბოლური წესრიგების გამოწვევით.
დისკუსიის ძირითადი თემები:
- კულტურა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი: კულტურის გამოყენება მმართველობისა და იდეოლოგიური კონტროლის საშუალებად, ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტებში;
- ისტორია, ნარატივის პოლიტიკა და მეხსიერების მმართველობა: ვინ წერს ისტორიას და როგორ ინსტიტუციონალიზდება, ან იშლება მეხსიერება;
- იმპერიული ნოსტალგია და მითოლოგიზებული წარსული: საბჭოთა და იმპერიული წარსულის ნოსტალგიის იარაღად გამოყენება კულტურულ და პოლიტიკურ დისკურსში;
- პოსტსაბჭოთა „რბილი ძალა“ და კულტურული რეკოლონიზაცია: რბილი ძალის პროპაგანდისა და კულტურული დიპლომატიის როლი;
- არქივებისა და რეპრესირებული მეხსიერების ბედი: არქივები, ზეპირი ისტორიები და მიჩქმალული ნარატივები პოლიტიკური გარდამავალი პერიოდებისას;
- კულტურული წინააღმდეგობის ფორმები: ხელოვნური, წარმოდგენითი და ინტელექტუალური სტრატეგიები ჰეგემონური კულტურული ნარატივების წინააღმდეგ;
- ძალის კონსოლიდაცია: როგორ მოქმედებს იდეოლოგიური მუხტი და მისით გაჯერებული ესთეტიკა;
- რეკოლონიზაცია: როგორ იქმნება და ვრცელდება „სასურველი“ ნარატივები.
მონაწილეები:
- ნანა შარიქაძე, PhD, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი;
- პიტერ ჯ. შმელცი, პროფესორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტ;
- ფილიპ როს ბულოკი, პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ვადჰემის კოლეჯი;
- მაია სიგუა, PhD, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია;
- ცოტნე ჭანტურია, PhD, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- დავით ჯიშკარიანი, PhD, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი.
თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება მოკლე მოდელირებული განხილვა, დისციპლინათაშორისი რეფლექსიისა და კრიტიკული დიალოგისთვის.
სამუშაო ენა ინგლისური.
დასწრება და დისკუსიაში მონაწილეობის მიღება თავისუფალია და მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.