დოკუმენტური ფილმის „ათასი ჭრილობა“ — ჩვენება

26 მარტი 2025

26 მარტს, 20:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, A18 აუდიტორიაში, ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი, ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გამართავს დოკუმენტური ფილმის  „ათასი ჭრილობა“ — ჩვენებასა და დისკუსიას.

 

ფილმი ასახავს დეზინფორმაციის საფრთხეებს და ეხმიანება ნატოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს — საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას და დეზინფორმაციის გავლენის შემცირებას.

 

აღნიშნული ფილმი ევროკავშირის მხარდაჭერით ქართულად 2024 წელს ითარგმნა.