დამფუძნებლის გზა: წარმატებული სტარტაპის შექმნის საიდუმლო

6 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, “შეხვდი სტარტაპერს” სერიის ფარგლებში გიწვევთ შეხვედრაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ანტრეპრენერთან, გაბრიელ მელივასთან.

 

გაბრიელ მელივა არის ტექ- ანტრეპრენერი, რომელმაც საქმიანობის განმავლობაში დააფუძნა რამდენიმე წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპი და საქართველოში იშვიათი გამოცდილება აქვს სტარტაპის  Exit-ის მიმართულებით.

 

მისი თანადაფუძნებული სტარტაპებია: 

 

  • Printomato.com 
  • Kvalifika 
  • Cactus Verify 
  • invoice.ge
  • Giffer

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:


▸ ანტრეპრენერული მოგზაურობა იდეიდან Exit-მდე;
▸ გამოწვევები და შესაძლებლობები ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის გზაზე;
▸ პრაქტიკული გაკვეთილები მრავალფეროვანი სამეწარმეო გამოცდილებიდან;
▸ რეკომენდაციები დამწყები მეწარმეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც  ფიქრობენ საკუთარი იდეების რეალიზაციაზე.

 

შეხვედრა მიზნად ისახავს:

 

  • სტუდენტების ინსპირირებას მეწარმეობის მიმართულებით

  • რეალური პრაქტიკის გაზიარებას 

 

შეხვედრა გაიმართება 6 მაისს, 17:00 სთ -ზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.