სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია

16 თებერვალი 2021

16 თებერვალს, 19:00 საათზე, სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

CCC-ის მიზანია კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული პლატფორმების შესწავლა-შეთავაზება, სტრატეგიების, ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტირება და დანერგვა.

დისტანციურ შეხვედრაზე ინფორმაციას მიიღებთ სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამაზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.

დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია.