საგრანტო კონკურსი Horizon 2020-Specific Grant Agreement European Low-Power Microprocessor Technologies 2020

15 სექტემბერი 2020

გაცნობებთ, რომ ევროკომისიის მიერ ჰორიზონტ 2020-ის პროგრამის ფარგლებში,  საპროექტო განაცხადების კონკურსი „Specific Grant Agreement European Low-Power Microprocessor Technologies 2020" გამოცხადდა.


საპროექტო განაცხადის თემატიკა უნდა იყოს შემდეგი:

 

  • მეორე თაობის დაბალი ენერგიის ზოგადი დანიშნულების დამუშავების სისტემის დანადგარების განვითარება;
  • მეორე თაობის დაბალი ენერგიის დამუშავების სისტემის განყოფილებების განვითარება განაცხადის აჩქარების მიზნით;
  • შემუშავებული დაბალი ენერგიის დამუშავების სისტემის დანადგარების პირველი თაობის დამოწმება;
  • აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პლატფორმის მხარდაჭერა, რომელიც განსხვავდება სხვადასხვა პროცესორისა და ამაჩქარებლის ტიპებს შორის.

 

საპროექტო განაცხადებში აღწერილი უნდა იყოს, თუ როგორ უზრუნველყოფს კონტრიბუციას პროექტში წარმოდგენილი აქტივობები, ასევე, თუ როგორ გავლენას მოახდენს პროექტში გათვალისწინებული აქტივობები შედეგზე და რამდენად გაზომვადი იქნება იგი. საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადი უნდა მოიაზრებდეს სინერგიისა და თანადაფინანსების მოძიებას შესაბამისი ეროვნული ან რეგიონალური კვლევითი და ინოვაციური პროგრამებიდან, მათ შორის სტრუქტურული ფონდებიდან, რომლებიც მიმართული იქნება ე.წ. “ჭკვიან” სპეციალიზაციასაკენ.

 

პროექტისათვის განსაზღვრული ბიუჯეტი არის 35 მილიონი ევრო. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 წლამდე.


საპროექტო განაცხადების წარდგენის დედლაინი არის 12 იანვარი, 2021 წელი (17:00 ბრიუსელის დროით).


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

 

საპროექტო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, აუციცილებლად გვაცნობოთ საგრანტო პროექტების დაცვით.