RE-DIRECTION პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოში უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციას, შემუშავდა ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიური ჩარჩო.
სიახლეები
დეკ
ინკლუზიურობის ხელშეწყობა უმაღლეს განათლებაში:ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება
Re-Direction პროექტის ფარგლებში, რომელიც განათლებაში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების წახალისებისკენ მიმართულ ტრანსფორმაციულ ინიციატივას წარმოადგენს, გამოქვეყნდა "ინკლუზიურობის ხელშეწყობის პედაგოგიური მეთოდების წარმატებული პრაქტიკის კრებული". ეს რესურსი შექმნილია Karlshochschule International University-ის გუნდის მიერ.
დეკ
ერასმუს+ წლიური შეხვედრა
13 დეკემბერს, ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) ეგიდით, ჩატარდა ერასმუს+ პროექტების ინფორმირებასთან დაკავშირებული წლიური შეხვედრა.
ნოე
WISEC Academy-ის მონაწილეები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე
16 ნოემბერს, WISEC Academy-ის მონაწილეები, სტუდენტები, ბიზნესის წარმომადგენლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.
ნოე
მეორე საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია - “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა” კავკასიის უნივერსიტეტში
14-15 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა მეორე საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციას “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“ უმასპინძლა.
ნოე
ტრენინგი - როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი
ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ შემუშავდა და გამოქვეყნდა სახელმძღვანელო ლექტორებისათვის „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“. სახელმძღვანელოს ავტორები არიან ჟან მონეს პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.
ოქტ
ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პრეზენტაცია
14 ოქტომბერს, ერასმუსის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების 2024 წლის კონკურსში გამარჯვებული ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პრეზენტაცია.
ოქტ
Erasmus +-ის პროექტის Enricher-Hubs ფარგლებში ტრენინგების პირველი სერია დაიწყო
მიმდინარე წლის 1-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანი - დიკო კოპალეიშვილი, პროფესორი გიორგი ბრეგაძე, ასისტენტ-პროფესორი ნატო რობიტაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმჭიფო უნივერსიტეტში და ერასმუს+ის პროექტის, Designing Green Tourism Concepts Through Learning-ის (Enricher Hub) ფარგლებში, ესწრებოდნენ ტრენინგების პირველ ციკლს.
სექ
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი ქუთაისში
26-28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ქუთაისში ჩაატარა მორიგი ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, “ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“.
სექ
ENRICHER-HUBS პროექტის ფარგლებში ტრენინგები მწვანე ტურიზმზე ქუთაისში იწყება
ერასმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის - „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში ტრენინგების სერია ქუთაისში იწყება.