ცხადდება კონკურსი კავკასიის ბიზნესის სკოლის მართვის ორგანოს (სკოლის საბჭო) შემადგენლობაში სტუდენტის შერჩევაზე

8 სექტემბერი 2025

კონკურსის მიზანია სკოლის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლის შერჩევა, კანდიდატისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

სკოლის საბჭო არის სკოლაში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებისა და წარმართვისათვის შექმნილი სკოლის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის ძირითად მიზნებს, მიმდინარე ამოცანებსა და საქმიანობის პრიორიტეტებს; განიხილავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს; ისმენს ანგარიშებს სკოლაში გაწეული მუშაობის შესახებ აკადემიური წლის ბოლოს; შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და სხვა.

 

ვაკანტური ადგილი: სკოლის საბჭოს წევრობა სტუდენტის სტატუსით*

 

კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

 

  • აკადემიური მოსწრება;
  • დისციპლინა;
  • სასკოლო და საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის ინტენსივობა და შედეგები;
  • პრიოვნული თვისებები.
  • კანდიდატი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;

 

განცხადების წარდგენა: ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • სამოტივაციო წერილი;
  • სასკოლო ან/და საუნივერსიტეტო აქტივობაში, კონფერენციებში მონაწილეობის დასახელება და ჩამონათვალი.

 

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 12 სექტემბერი, 2025.

 

განცხადების მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: csb@cu.edu.ge; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: სტუდენტის შერჩევის კონკურსი სკოლის საბჭოში.

 

* შერჩეული სტუდენტი ხდება სკოლის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) აკადემიური წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ: 1. სტუდენტს კავკასიის უნივერსიტეტში ამ ვადის გასვლამდე შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი; 2. სტუდენტი რაიმე  გაუთვალისწინებელი მიზეზით,  ვერ ახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას, სკოლა იტოვებს სტუდენტის გადარჩევისა და სხვა სტუდენტის შერჩევის უფლებას შიდა ნორმატიული წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.