დასაქმების ფორუმი - შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი

9 დეკემბერი 2018

9 დეკემბერს - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი დასაქმების ფორუმს გამართავს.

 

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 150 სხვადასხვა პოზიციაზე 250 -მდე პროფესიონალის დასაქმებას გეგმავს. დასაქმების ფორუმზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალური ინფორმაცია მიიღონ არსებული ვაკანსიების შესახებ, გაიცნონ სასტუმროს წარმომადგენლები და დაუსვან შეკითხვები პროფესიონალებს, რათა უკეთ შეარჩიონ მათთვის შესაბამისი და საინტერესო სამუშაო ადგილი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია და თან იქონიოთ CV

 

ფორუმის ჩატარების ადგილი: თბილისის საკრებულო

 

გისურვებთ წარმატებას!