Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამები 2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

30 აპრილი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2018 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration,

Economics

იტალიური ან ინგლისური

 

  1. ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business, Economics, International Relations, Law

ინგლისური

 

  1. ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business and Administration, Tourism Management

ინგლისური

 

  1. კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი \მაგისტრატურა

1 სემესტრი

Economics, Business and Administration

ინგლისური

 

  1. FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business (Global Business Program), Information Technology, Tourism

ინგლისური 

 

  1. კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა\დოქტორანტურა

1 სემესტრი

Business administration, Economics, law, International Relations, Media& Visual Arts, Psychology, Sociology

ინგლისური

 

 

  1. პაუისლსანსკის უნივერსიტეტი კვიჯინში, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

 

1 სემესტრი

Economics, Business and Administration

ინგლისური

 

 

  1. შჩეჩინის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა\დოქტორანტურა

1 სემესტრი

Business and Administration, Political Sciences, Tourism, Law, International Relations

ინგლისური

 

 

  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა

1 სემსეტრი

Law

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS–6.0; TOEFL-78)  
  • ნიშნების ფურცელი
  • სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
  • სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მესამე სართული, ოთახი C24.