კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2017 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
- კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტი, პოლონეთი
- კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
- ვარნის მენეჯემენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge ან ორიგინალი დოკუმენტების სახით, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (მეშვიდე სართული, ოთახი A21) 2016 წლის 12 ნოემბრის 14:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილობის წინაპირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: ან მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.
გისურვებთ წარმატებებს!