გაცნობებთ, რომ ვიქტორიას უნივერსიტეტი, ახალი ზელანდია, ველინგტონი (Victoria University of Wellington, New Zealand) აცხადებს სტუდენტების მიღებას დისტანციურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 1-22 მაისს.
პროექტის სახელწოდება: „გლობალური მეწარმეობის გამოცდილება 2019“
პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სამი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, იმუშაონ ბიზნეს კონცეფციაზე, რომელიც შესაბამისი იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა NZ$ 9000 (ახალი ზელანდიური დოლარი).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 აპრილი, 2019 წელი.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ პროგრამის ოფიციალური ვებგვერდი
გისურვებთ წარმატებას!