ცენტრის მისია / ხედვა

ცენტრის მისია

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მისიაა  მრავალფეროვანი მენტორინგისა და პროგრამების ფართო სპექტრის შეთავაზებით შექმნას როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბის მაღალი ნდობისა და ღირებულებების სტარტაპ ეკოსისტემის ჰაბი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ხელს შეუწყობს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და გაძლიერებაში.

 

ცენტრის ხედვა

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხედვაა უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნას მეწარმეობის დინამიკური ეკოსისტემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევის, ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი განვითარებისადმი ერთგულების პრინციპებზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს ინდივიდებს სამეწარმეო პოტენციალის განვითარებაში.