|
![]() |
საირმეს რეკრეაციული ფერმის მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა არის ჯამში 14 კვირიანი პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის იტენსიური პროგრამა, რომელიც ხორციელდება საირმის რეკრეაციული ფერმის და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პარტნიორობით.
პროგრამის მთავარი მიზანია, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში აგრარული მეწარმეობის მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა. ის მიზნად ისახავს ტრადიციული პრაქტიკების გაძლიერებას თანამედროვე მიდგომებთან ინტეგრაციის გზით.
პროექტი ორიენტირებულია იმ ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მეწარმეებზე, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ იდეებს ან უკვე მუშაობენ აგრო-მიმართულებებზე და სურთ მათი სტრუქტურირებული განვითარება — ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და ინდივიდუალური მენტორინგის მხარდაჭერით.
სამიზნე სექტორები
პროგრამის სამიზნე სექტორები მოიცავს:
- მესაქონლეობას
- რძის პროდუქტების წარმოებას
- მეფუტკრეობას
- თევზჭერას
- და სხვა აგრარული მიმართულებები, რომელთაც გააჩნიათ მასშტაბირებისა და მდგრადი განვითარების პოტენციალი
ვისთვის არის პროგრამა?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე გუნდებს, რომლებიც:
- საქმიანობენ ან გეგმავენ საქმიანობას ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში
- ფლობენ აგრო-მიმართულების ინოვაციურ იდეას ან უკვე აქვთ მცირე მასშტაბის მოქმედი ბიზნესი
- მზად არიან პროგრამაში სრული ჩართულობით მონაწილეობის მისაღებად
პროგრამის სტრუქტურა
I ეტაპი – პრე-აქსელერაცია (AgriPreneur Sprint)
პერიოდი:ივლისი – სექტემბერი, 2025
შეირჩევა 10-12 გუნდი ან მეწარმე, რომლებიც გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
- ყოველკვირეული ონლაინ სესიები ლექციებითა და ქეის-ვორქშოპებით
- ინდივიდუალური მენტორობა ადგილობრივი და დარგის ექსპერტებისგან
- საწარმოო ვიზიტები და პრაქტიკული გარემოში სწავლება
- სპეციალურად შემუშავებული დავალებები და განვითარების გეგმები
- დასკვნითი დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთი იდეებით წარდგებიან ინვესტორებისა და სექტორის წარმომადგენლების წინაშე
პროგრამის კურსი დაფუძნებულია ადგილობრივი კონტექსტის, სექტორის საჭიროებებისა და ბიზნესის განვითარების პრინციპებზე. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: Agri Value Proposition, HACCP/GeoGAP სტანდარტები, აგრო-შეფუთვა, მდგრადობა (ESG), მიწოდების ჯაჭვი, გაყიდვების სტრატეგიები და ბაზარზე შესვლის გეგმები.
II ეტაპი – აქსელერაცია (Farm-to-Market Sprint)
პრე-აქსელერაციის წარმატებით გავლის შემდეგ, შერჩეული გუნდები გადავლენ 6-კვირიან აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც ორიენტირებულია პროდუქტის კომერციალიზაციასა და ზრდის ეტაპზე:
- ბაზარზე რეალურ ტესტირებაზე
- გაყიდვების არხების განვითარებაზე (ლოკალური და B2B კავშირები)
- ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მზაობაზე
- ინდივიდუალურ და სფეროზე მორგებულ კონსულტაციებზე
- პარტნიორებთან შეთანხმებების გაფორმებაზე
- ფინალურ საინვესტიციო ფიჩზე
პროექტი ხორციელდება საირმის რეკრეაციული ფერმის ინიციატივითა და მხარდაჭერით.