![]() |
![]() |
„ტექნოპარკის სტარტაპ ინკუბატორი“ წარმოადგენს მასშტაბურ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობას საქართველოში. ინკუბატორი უზრუნველყოფს შერჩეული სტარტაპების მიზანმიმართულ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ განვითარებას, ეხმარება მათ ბიზნეს იდეის დახვეწასა და ბაზარზე წარმატებული პოზიციონირებისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზნები
ინკუბატორის მთავარი ამოცანაა მოამზადოს ადგილობრივი სტარტაპები წარმატებული ბიზნესის დასაწყებად, რაც ხელს საქართველოს ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას, სტარტაპების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნას.
პროექტი ემსახურება შემდეგ მიზნებს:
- ადრეულ სტადიაზე მყოფი სტარტაპების ცოდნის, უნარების და რესურსების გაძლიერებას: საჭირო ინსტრუმენტებისა და ცოდნის მიწოდება სტარტაპების ზრდისთვის.
- ბიზნეს მოდელის დახვეწასა და კომერციალიზაციის გზების გამოკვეთას: სტარტაპების მხარდაჭერა მათი პროდუქტებისა და სერვისების ბაზარზე წარმატებით გასატანად.
- სტარტაპების დაკავშირებას ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან, ექსპერტებთან და პოტენციურ ინვესტორებთან: პროფესიული კავშირების დამყარება, რაც გადამწყვეტია სტარტაპების წარმატებისთვის.
პროგრამის სტრუქტურა
პროგრამა სამ ძირითად ფაზას მოიცავს:
ფაზა I – მომზადება და სტარტაპების შერჩევა
პროგრამა იწყება განაცხადების მიღებითა და სტარტაპების შერჩევის პროცესით. პროგრამის ფარგლებში, 9 ტექნოპარკის ბაზაზე შერჩევა 36 სტარტაპი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა: ინოვაციურობა, ბაზრის პოტენციალი, გუნდის კომპეტენცია და მასშტაბირებადობა. შერჩევა მოიცავს აპლიკაციების შეფასებას, გასაუბრებებსა და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ გადაწყვეტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო იდეების შერჩევა.
ფაზა II – ინკუბაციის პროცესი
შერჩეული სტარტაპები ჩაერთვებიან მრავალფაზიან სასწავლო და მენტორულ პროცესში, რომელიც მოიცავს:
- თემატური ონლაინ ლექცია სტარტაპ განვითარების მიმართულებით
- ინდივიდუალური მენტორინგი ტექნოპარკის ბაზაზე
- ადგილზე ვიზიტები და კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტებთან.
- ონლაინ საკონსულტაციო სესიები (30 სამუშაო საათი თითო სტარტაპზე), რაც უზრუნველყოფს გუნდის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ მხარდაჭერას.
ფაზა III – დასკვნითი ეტაპი: დემო დღე
დასკვნით ეტაპზე პროექტი სრულდება დემო დღით, რომელიც გაიმართება თბილისში. თითოეული ტექნოპარკიდან მინიმუმ ერთი სტარტაპი წარადგენს თავის იდეასა და პროგრესს ინვესტორების, პარტნიორი ორგანიზაციების და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე. ღონისძიება მოიცავს სტარტაპების პრეზენტაციებს, უკუკავშირის მიღებას და პროფესიული კავშირების დამყარებას, რაც სტარტაპებს მომავალი ზრდისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის.
- პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2025 წლის მაისი – დეკემბერი;
- ლოკაციები: საქართველოს მასშტაბით 9 ტექნოპარკი.