ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასტიპენდიო ფონდი (CEE) - მოკლევადიანი პროგრამა

26 მარტი 2025

გაცნობებთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასტიპენდიო ფონდი (CEE) აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე რომელიც გაიმართება 8 სექტემბრიდან - 27 ოქტომბრის ჩათვლით, 2025.

 

8 კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავს ენერგიისა და კლიმატის გამოწვევების გადაჭრას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მონაწილეებს აძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ დარგში წამყვანი, Clean Air Task Force (CATF) ჯგუფის  ექსპერტების გამოცდილება გაიზიარონ. 

 

პროგრამა მოიცავს:

 

  • ონლაინ მოდულებს - შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაგრძელდება 7 კვირის მანძილზე;
  • სამუშაო შეხვედრას ბრიუსელში - პროგრამის ფარგლებში, მონაწილე ბოლო კვირას დაესწრება 2 დღიან სემინარს ბრიუსელში, ბელგია. 

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიმატის ან ენერგეტიკის სფეროში;
  • ჩამოთვლილ ქვეყნებში არასამთავრობო ან სამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება: ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი და უკრაინა.
  • ბაკალავრის ხარისხი ან ექვივალენტი აკრედიტებული უნივერსიტეტიდან ეკონომიკაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში, ინჟინერიაში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, სოციოლოგიაში ან მომიჯნავე სფეროში;
  • ინგლისური ენის დონე - მინიმუმ C1;
  • რელევენატური თემების მიმართ ინტერესი;
  • მოტივაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.


გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ აპლიკანტი უნდა დაესწროს სემინარს ფიზიკურად, რომელიც გაიმართება 2025 წლის 27 ოქტომბრის კვირაში, ბრიუსელში, ბელგია. პროგრამის ფარგლებში ყველა ხარჯი არის დაფინანსებული. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე

 

  • აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადა: 4 მაისი, 2025;
  • განაცხადების განხილვა და ინტერვიუები: მაისი - ივნისი, 2025;
  • პროგრამის დაწყების თარიღი: 8 სექტემბრის კვირა, 2025;
  • პროგრამის დასრულების თარიღი: 27 ოქტომბრის კვირა, 2025.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: ceefellowship@cleanairtaskforce.org 

 

გისურვებთ წარმატებას!