გაცნობებთ, რომ რუმინეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის სააგენტო და რუმინეთის განათლებისა და კვლევის სამინისტრო 2025–2026 სასწავლო წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 40 კატეგორიის სტიპენდიას სთავაზობს.
პროგრამის ფარგოლებში ყველა შემოთავაზებული კურსი ისწავლება რუმინულ ენაზე.
აპლიკანტებს, რომლებმაც არ იციან რუმინული ენა, აქვთ 1-წლიანი მოსამზადებელი ენის კურსის გავლის შესაძლებლობა. სასწავლო პროცესში ჩასართავად, საჭიროა რუმინული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B1 დონე ან ექვივალენტი).
სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადებულია შემდეგი საფეხურის სტუდენტებისთვის:
- ბაკალავრიატი;
- მაგისტრატურა;
- დოქტორანტურა;
- ასპირანტურა/რეზიდენტურა (მედიცინის სტუდენტებისთვის).
სტიპენდიები ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფინანსებას:
- სწავლის სრული დაფარვა (მოსამზადებელი წლის ჩათვლით);
- ყოველთვიური სტიპენდია სწავლის პერიოდში;
- სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში უფასო განთავსება (ბიუჯეტის ფარგლებში);
- სამედიცინო დახმარება (გადაუდებელი შემთხვევები და ეპიდემიური დაავადებები);
- ადგილობრივ და შიდა სტუდენტური ტრანსპორტირებაზე ფასდაკლებები;
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ უნივერსიტეტში საერთაშორისო და შიდა მგზავრობის ხარჯები არ იფარება. ამ ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად და განაცხადის შესატანად ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამის წარმომადგენელს მოცემულ მეილის მისამართზე: office@investromania.gov.ro
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2025.