კოშეგის მოწინავე კვლევების ინსტიტუტი (Institute of Advanced Studies Kőszeg (iASK) ) , იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და მდგრადობის კათედრასთან და გაერთიანებული ერების უნივერსიტეტის (UNU) თანამშრომლობით, იწვევს სტუდენტებს UNESCO MOST-ის მერვე ზამთრის სკოლაში, უნგრეთის ქალაქ კოშეგში, მონაწილეობის მისაღებად (22 - 27 თებერვალი, 2026).
ღონისძიება აკავშირებს ახალბედა ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და გაერთიანებული ერების უნივერსიტეტის და UNESCO-ს საზოგადოებების წევრებს აკადემიური, პოლიტიკური და კულტურული სფეროების დიპლომატებთან, ხელოვანებთან და მეცნიერებთან.
პროგრამაში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ: მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს და სოციალური მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ინტერესი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კულტურის მიმართ.
პროგრამაში ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ახალი სამშვიდობო ინიციატივები
- კონფლიქტების ძირითადი მიზეზები
- კულტურული დიპლომატია
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
- ადამიანის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები
- ციფრული ინოვაციები მშვიდობის ხელშეწყობისთვის
- განვითარებადი რეგიონები
- ცოდნა, მშვიდობა და ტრანსფორმაცია
განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 12 იანვარი.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- 300 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი
- CV (ფოტოსურათით)
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს ან მიმართეთ პროგრამის ხელმძღვანელს მოცემული მეილის მისამართზე: winterschool@iask.hu
გისურვებთ წარმატებას!
