ხელმისაწვდომი ბაზების ჩამონათვალი:
|
სასარგებლო ბმულები:
|
1. Elsevier B.V.- სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო კონტენტის საინფორმაციო და ანალიტიკური კომპანია, რომელიც აერთიანებს შემდეგ პროდუქტებს:
- Science Direct - სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონული კოლექცია, სადაც 18 მილიონამდე სტატიაა 4 000 - ზე მეტი ჟურნალიდან, ასევე, 30 000-მდე წიგნი. ჟურნალები გაერთიანებულია 4 მიმართულებაში: ფიზიკა და საინჟინრო მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
- Scopus - ციტირებისა და აბსტრაქტების მონაცემთა ბაზა, რომელიც ფარავს წიგნების სერიას და ჟურნალებს. მოიცავს 35 000 - მდე რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდებას სიცოცხლის შემსწავლელი, სოციალური, ფიზიკისა და ჯანმრთელობის მეცნიერებიდან. Science Direct-ისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ჟურნალების სახელწოდებებია ინდექსირებული და მათი რანჟირებაა წარმოდგენილი, სტატიების ტექსტებზე წვდომის საშუალებას არ იძლევა.
- Sci-val Funding (Funding Institutional) - ეს მონაცემთა ბაზა აერთიანებს ინფორმაციას 5 000 - მდე საგრანტო დაფინანსების წყაროს შესახებ, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო დონორების შესახებ.
- Mendeley - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა ციტირების მართვის (მენეჯმენტის) შესაძლებლობას, ასევე, კვლევითი ნაშრომების ბიბლიოგრაფიების გენერირების
- EBSCO HOST- ციფრული საცავი / ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს 600 ათასამდე ელექტრონულ რესურსს (სტატიებს, წიგნებს). ასევე, აქვს, ორი კოლექცია, სადაც ინდექსირებულია პოლიტიკის და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჟურნალები: Political Science Complete; Humanities International Complete
- HeinOnline- ციფრული საცავი / ელექტრონული ბიბლიოთეკა სპეციალიზებული სამართლის მიმართულებაზე. მოიცავს როგორც ქეისებს, ასევე, სახელმწიფო რეგულაციებს, აკადემიურ მასალებს, საერთაშორისო შეთანხმებების ტექსტებს
- Taylor and Francis- გამომცემლობა, რომელიც აქვეყნებს წლიურად 7000-მდე წიგნს და 2700-მდე აკადემიურ ჟურნალს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, სამართალსა და განათლებაში.