მემორანდუმი საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან

19 დეკემბერი 2011


2012 წლიდან დაგეგმილია, უფრო აქტიური გახდეს სასამართლოებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთობა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

მემორანდუმი გაფორმდა: კავკასიის უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ უნივერსიტეტთან, გორის სასწავლო უნივერსიტეტთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

კავკასიის უნივერსიტეტის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა სამართლის სკოლის დეკანმა, ზაზა მარუაშვილმა.