საზაფხულო სკოლა ბათუმში

10 სექტემბერი 2011
"გარდამავალ ეტაპზე მყოფი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა კონსტიტუციური სისტემების განვითარების თავისებურებანი".

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, მათ შორის კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები: ქეთი თოშხუა, მარიამ სახვაძე და გიორგი ბილიხოძე.

საზაფხულო სკოლის ერთკვირიანი კურსის განმავლობაში ლექციები წაიკითხეს ცნობილმა კონსტიტუციონალისტებმა, ასევე გაიმართა დებატები და პრეზენტაციები კონსტიტუციური სამართლის სფეროში. კავკასიის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა, ქეთი თოშხუამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: "ხელისუფლების დანაწილება ახალი ქართულ–ევროპული კონსტიტუციური მოდელის მიხედვით". საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე ყველა სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.