კონფერენცია თემაზე: “აღმოსავლური პარტნიორობა - პოლონეთი, ჭეშმარიტი ინტეგრაციის ხელშემწყობი”

20 ოქტომბერი 2010

2010 წ. 17-21 ოქტომბერს, პოლონეთში, ქალაქ ბელასტოკში, ბელასტოკის უნივერსიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე: "აღმოსავლური პარტნიორობა - პოლონეთი, ჭეშმარიტი ინტეგრაციის ხელშემწყობი".


კონფერენციაზე განიხილეს აღმოსავლურ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნების მდგომარეობა, დემოკრატიულობის ხარისხი და პოლიტიკური ვითარება. ასევე ისაუბრეს მათ სამომავლო პერსპექტივებზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.


კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის დეკანი, ზაზა მარუაშვილი და სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი, შორენა მამუკაშვილი.


დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა და საზოგადოების ცნობილმა პირებმა პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.