კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
- ოპერაციული სისტემები (2 ვაკანტური ადგილი)
- მონაცემთა ბაზების სისტემები (2 ვაკანტური ადგილი)
- NET ტექნოლოგიები (2 ვაკანტური ადგილი)
- IOS development (2 ვაკანტური ადგილი)
- პროგრამული პროდუქტის წარმოება (2 ვაკანტური ადგილი)
- ვებ ტექნოლოგიები (2 ვაკანტური ადგილი)
- პროგრამირების საფუძვლები (2 ვაკანტური ადგილი)
- Java დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
- მობილური აპლიკაციების პროგრამირება (IOS/Android) (2 ვაკანტური ადგილი)
- ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (2 ვაკანტური ადგილი)
- სამომხმარებლო ინტერფეისები (2 ვაკანტური ადგილი)
- ციფრული მარკეტინგი (2 ვაკანტური ადგილი)
- ხელოვნური ინტელექტი (2 ვაკანტური ადგილი)
- მანქანური სწავლება (2 ვაკანტური ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით ;
- დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
- კომუნიკაბელური;
- კრეატიული;
- მოტივირებული;
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (დიპლომები);
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა ;
II ეტაპი – გასაუბრება/პრეზენტაცია;
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით!
საბუთების მიღება 2024 წლის 14 თებერვლიდან - 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!