კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე

31 მაისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

 

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

 

 

სამუშაო მოვალეობები:

 

 

  • მაღაზიის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების, იდეების და პროექტების შემუშავება;
  • ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებთან კონტაქტის დამყარება, შერჩევა, საჭირო წიგნის ფონდის და ელექტრონული რესურსების შეძენის/განახლების მიზნით;
  • ბაზრის ანალიზის გაკეთება და მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებლისთვის განსხვავებული, მხატვრული თუ არამხატვრული ჟანრის წიგნების შეთავაზებაზე ზრუნვა;
  • უნივერსიტეტის გამომცემლობასთან კოორდინირებული მუშაობა;
  • უნივერსიტეტის მოთხოვნის საფუძველზე სახელმძღვანელოების, სასწავლო კურსებისათვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შესყიდვა;
  • არსებული რესურსების პერიოდული აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და მარაგების კონტროლი;
  • კვარტალური/წლიური ანგარიშის მომზადება განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
  • ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, ასევე განიხილება III/IV კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ელექტრონულ საინფორმაციო და საძიებო რესურსებში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint, Outlook.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • მაღაზიის სამუშაო განრიგი : ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის დროს 600 ლარი და გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი (ხელზე ასაღები);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიის მენეჯერი

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას.  უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!