წიგნების თაროს მიმდინარე, მეცხრე სტუდენტურ სეზონში კავკასიის უნივერსიტეტის სახელით გუნდი „კარიატიდა“ ასპარეზობს, რომლის წევრებიც არიან: მარიამ ჯანუაშვილი (CSH); ლუკა მირგატია (CSE); მარიამ ქურციკიძე (CSH).
აღსანიშნავია, რომ გუნდმა მეოთხედფინალურ თამაშში გამარჯვება მოიპოვა და გადავიდა ნახევარფინალურ ეტაპზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ წიგნების თაროს ისტორიაში კავკასიის უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი მეორედ გადავიდა ნახევარფინალში და სეზონის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი. (პირველად ეს შედეგი დადო გუნდმა "ხაფანგი-122).
მონაწილეების თქმით, ნახევარფინალამდე განვლილი გზა იყო ძალიან დაძაბული და დრამატული. მერვედფინალშიც და მეოთხედფინალშიც თამაშის ძირითადი რაუნდების მანძილზე უპირატესობა ფლობდა მოწინააღმდეგე გუნდი, თუმცა თამაშის დასკვნით ეტაპზე, ბლიცზე, მარიამ ჯანუაშვილმა შეძლო ანგარიშის შემობრუნება და გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება. მეოთხედფინალზე კი გამარჯვების მოსაპოვებლად ერთი ქულა აღმოჩნდა გუნდისთვის გადამწყვეტი.
წიგნების თარო არის ლიტერატურული თემატიკის ახალგაზრდული ინტელექტუალური პროექტი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის 2016 წლიდან დღემდე. (ჯამში ჩატარებულია 12 სასკოლო და 8 სტუდენტური სეზონი, ამჟამად ეთერში გადის მე-9 სტუდენტური სეზონი). თამაში ტარდება კონკურსის ფორმატში, ოლიმპიური სისტემით და გრძელდება ერთი სეზონის მანძილზე.