კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ნანა შარიქაძე, 2024 წლის შემოდგომის სემესტრში, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატი მიწვეული მკვლევრის სტატუსით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
იგი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იკვლევდა კულტურის, პოლიტიკისა და ავტორიტარიზმის რთულ ურთიერთმიმართებას აღმოსავლეთ ევროპის აკადემიურ მუსიკაში. მისი კვლევა განიხილავს, თუ როგორ ფორმირებდნენ კოლონიზაციისა და დეკოლონიზაციის პროცესები საბჭოთა კულტურაში და მუსიკალურ ხელოვნებაში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში კვლევასთან ერთად, ნანა შარიქაძე აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში საჯარო ლექციებისა და სემინარების საშუალებით. მისი გამოსვლები კულტურის, პოლიტიკისა და წინააღმდეგობის გადაკვეთის საკითხებს მოიცავდა, განსაკუთრებული ყურადღებით კულტურის როლზე იდენტობის ფორმირებასა და იდეოლოგიურ შეზღუდვებთან ურთიერთობაში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, როგორც მიწვეულმა მკვლევარმა ჩაატარა საჯარო ლექციები და სემინარები:
- 23 ოქტომბერი,2024 კომპარატიული აზრისა და ლიტერატურის დეპარტამენტი: კულტურული წინააღმდეგობა კრიზისის დროს: საქართველო 2024;
- 1 ნოემბერი,2024 საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტი: არჩევნები საქართველოში 2024: რატომ არის ჩემი ხმა ყველაზე მნიშვნელოვანი;
- 12 ნოემბერი,2024 პიბოდის ინსტიტუტი: "დათბობა", როგორც კულტურული სტრატეგია: საბჭოთა იდეოლოგიის და კოლონიური კონტროლის გადახედვა მუსიკაში ცივი ომის პერიოდში;
- 19 სექტემბერი,2024 დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი ლექცია "კულტურული გზაჯვარედინის ექო: იდენტობის ფორმირების მიმოხილვა ქართული კულტურაში";
- 21-24 ნოემბერი, 2024 ASEEES 56-ე ყოველწლიური კონვენცია (ბოსტონი) მონაწილეობა მიიღო პანელში "Musical Mediators, Contact Zones, and Networks during the Cold War", სადაც წარადგინა მოხსენება "Musical 'Contact Zones': A Perspective from the Soviet Periphery".
პეტერ შმელცთან ერთად ნანა შარიქაძე ასევე არის თანაავტორი სტატიისა "Culture Sounds the Alarm: Tbilisi at the Crossroads", რომელიც გამოქვეყნდა Oxford University Press-ის Academic Insights for the Thinking World-ში.