CSH-ის პროფესორის მოხსენება საერთაშორისო ნეირომეცნიერების სკოლის ლექციათა ციკლში

30 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა, მოწვეული სპიკერის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ნეირომეცნიერების სკოლის ლექციათა ციკლში, მოხსენებით ,,How Brain Chemistry shapes Emotions, Cognition, and Behavior".

 

მიმდინარე წლის საერთაშორისო ნეირომეცნიერების სკოლის თემა არის „ტვინის ნეიროქიმიური საიდუმლოებების აღმოჩენა: ნეიროქიმიისა და ნეირომეცნიერების ინტეგრირება ინოვაციური თერაპიისთვის“, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე  22-26 მაისს.

 

აღნიშნული ღონისძიება ტარდება  ევროპის ნეირომეცნიერების საზოგადოებების ფედერაციის (FENS - Federation of European Neuroscience Societies) და ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO - International Brain Research Organization)  მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ნეირომეცნიერების მიმართულებით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას, სფეროს წამყვანი სპეციალისტებისა და მიღწევების გაცნობას, სამეცნიერო კონტაქტების უზრუნველყოფას.