CSL-ის პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ AI-ის სამართლებრივ ჩარჩოზე მოხსენება ფლეტჩერში წარადგინა

12 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ ჩარჩოზე ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში მოხსენება წარადგინა.

 

პროფესორ ხათუნა ბურკაძის ხედვით, ციფ­რულ რე­ალ­ობ­ას­თან ად­აპ­ტა­ციის­ათვის დღევანდელი მო­ცე­მუ­ლო­ბა მო­ითხოვს გარ­კვე­ული ტრა­დი­ცი­ული მიდ­გო­მე­ბის შეც­ვლას ყველა საკვანძო მიმართულებით (განათლება, იუსტიციის სისტემა, ჯანდაცვა, აგრარული სფერო, ფინანსების მართვა, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტურიზმი). სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, სა­ჭი­როა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლ სა­კითხე­ბზე კონცენტრირება, რომლებიც წარ­მო­ად­გენ­ენ ციფ­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის, ინ­ოვ­აცი­ური მიდ­გო­მე­ბის ხელ­შემ­წყობ სა­შუ­ალ­ებ­ებს. ამ კონტექ­სტში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ციფ­რუ­ლი წეს­რი­გის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, აუცილებელია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სტრა­ტე­გიული, ეთ­იკ­ური, სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოსა და მისი ზემოაღნიშნულ სფეროებში დანერგვის პროცესის, თანმდევი გამოწვევების კვლე­ვა.

 

პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „სა­ჯა­რო და კერ­ძო სფე­რო­ებ­ში პრო­ცე­სე­ბის დრო­ულ­ად და ეფ­ექ­ტი­ან­ად წარ­მართვისათვის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ციფ­რულ თა­ნამ­შრომ­ლად, დამ­ხმა­რედ მი­ვიჩ­ნი­ოთ, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­მარ­თლის ახ­ალი სუ­ბიექ­ტის აღ­მო­ცე­ნე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი ფორ­მით – ფი­ზი­კუ­რი და იურ­იდი­ული პი­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს, ამ­ავ­დრო­ულ­ად, აუცილ­ებ­ელია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის თან­მდე­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­ათ­ვის და ზი­ან­ის დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექტე­ბის დად­გე­ნი­სათ­ვის. ამ­დე­ნად, ეს პრო­ცე­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა პასუ­ხის­მგებ­ლი­ანი და სან­დო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრაქ­ტი­კა­ში და­სა­ნერ­გად“.

 

„ამ­ას­თა­ნ, AI-ის, რო­გორც ციფ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის კონ­ცეფ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და ეფ­უძ­ნე­ბო­დეს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებსა და ეთ­იკ­ურ ნორ­მებს. ის უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს და­საქ­მე­ბუ­ლის მი­ერ თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ხელ­შემ­წყობ მე­ქა­ნიზ­მს და არ უნ­და მო­დი­ოდ­ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ად­ამი­ან­ის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებ­თან, მათ შო­რის, შრო­მი­თი უფლე­ბე­ბის ნა­წილ­ში.

 

ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ AI-ის და­ნერ­გვის კონ­ტექ­სტში, არ­ამ­ედ ქვეყ­ნის ციფ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით. მით უფ­რო, რომ ხელოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ციფ­რუ­ლი ტრან­სფორ­მა­ცი­ისა და სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ული მიდ­გო­მე­ბის შეც­ვლის კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტს წარ­მო­ად­გენს“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.