სადოქტორო სკოლის პროგრამების პრეზენტაცია

22 დეკემბერი 2018
22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სადოქტორო სკოლის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.
 
დაინტერესებულ აპლიკანტებს შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში - ნუგზარ სხირტლაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მატერიალური რესურსების დარგში - გურამ ლეჟავა, სადოქტორო სკოლის დეკანი - პაატა ბრეკაშვილი, სადოქტორო სკოლის პროგრამების დირექტორი  - ნოდარ კილაძე, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი - ლაშა ქავთარაძე.
 
შეხვედრაზე დაინტერესებულმა აპლიკანტებმა მიიღეს ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების შინაარსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებით, დასვეს კითხვები და გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები პროგრამებთან მიმართებით.