კავკასიის უნივერსიტეტში, ახალი აკადემიური წლიდან, სტუდენტებში აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე, პლაგიატზე და მისი აღმოფხვრის გზებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში დამზადდა საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც განთავსებულია ბიბლიოთეკაში. ამასთან, ფლაერები სტუდენტებს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისას დაურიგდებათ.
კავკასიის უნივერსიტეტში პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები და სანქციები რეგულირდება აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსით, რომელიც შემუშავებულია ერაზმუს + პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.