20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ’’ორგანიზაციები და ეფექტური მართვა’’.
კონფერენციის მონაწილეები შეაფასეს საკონკურსო კომისიის წევრებმა შემდეგი შემადგებლობით:
ბორის (ბუბა) ლეჟავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი;
შალვა მაჭავარიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
პაატა ბრეკაშვილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების დირექტორი;
ლევან ბჟალავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის უფროსი მკვლევარი.
ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი თემისთვის: ’’კონტროლის სახეები ორგანიზაციაში და მათი არაპირდაპირი ზეგავლენა თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს კომპანიაში“.
- სოფიო წულაძე
II ადგილი თემისთვის: ’’ორგანიზაციაში მოქალაქეობრივი ქცევისა და კონტრპროდუცტიული ქცევის შესწავლა LMX-ისა და POS-ის საშუალებით’’.
- ანა ელიზაროვა
III ადგილი თემისთვის: ’’მომხმარებელთა კმაყოფილების ანალიზი თანამშრომელთა ქცევის ტიპისა და სტრესორების მიხედვით’’.
- ირმა ბერძენიშვილი
კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.