CSG - ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

22 მაისი 2017

2017 წლის 22 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის  სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა მე-8 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის დისცპლინათა თემატიკაზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ფარგლებში შვიდი საუკეთესო თემის ავტორმა სტუდენტებმა:

 

  1. იოსებ ბაბულეიშვილი, საჯარო მმართველობა, IV კურსი. „ნეო-ოტომანიზმი, თანამედროვე თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი“ (ხელმძღვანელი სვიმონ მასხარაშვილი, მოწვეული ლექტორი).
  2. რატი მიხანაშვილი, საჯარო მმართველობა, III კურსი. „სარეზერვო ფონდები, მათი მნიშვნელობა და ანალიზი“ (ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, პროფესორი)
  3. ირაკლი ბუიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობები, I კურსი. ჩემი ქალაქი (ხელმძღვანელი, ქეთევან მუხიგული, ასოცირებული პროფესორი)
  4. მარიამ ყიფიანი, საჯარო მმართველობა, II კურსი. „ინფლაცია საქართველოში 2012-2016 წლები“ (ხელმძღვანელი: ემირ ეთერია, მოწვეული ლექტორი)
  5. ნინო პაპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობები, II კურსი. „თვითგამორკვევა“, (ხელმძღვანელი: თინათინ გოლეთიანი, მოწვეული ლექტორი)
  6. ნიკა ჩუგოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობები, III კურსი. „სახელმწიფო-ანტიკურობიდან ქართულ მწერლობამდე“ (ხათუნა ჭანიშვილი, ასოცირებული პროფესორი)
  7. მირანდა თედეშვილი, საჯარო მმართველობა, მაგისტრატურა. „მერიტოკრატია და ნეპოტიზმი ბიუროკრატიულ სტრუქტურებში“ (ხელმძღვანელი, თამარ ჩარკვიანი, პროფესორი).

 

პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა კითხვა პასუხის ინდივიდუალური სესია დამსწრე აუდიტორიასთან. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა ბატონი შალვა მაჭავარიანი,  კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში. კომისიაში შედიოდნენ ქალბატონი ეკა აკობია, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ქალბატონი ხათუნა ჭანიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქალბატონი მარინე მიქელაძე, სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორი.

 

წარმოდგენილ ნაშრომებს შორის შეირჩა სამი საუკეთესო:

 

  1. მარიამ ყიფიანი, „ინფლაცია საქართველოში, 2012-2016 წლები.“
  2. ნინო პაპიაშვილი, „თვითგამორკვევა.“
  3. რატი მიხანაშვილი, „სარეზერვო ფონდები, მათი მნიშვნელობა და ანალიზი.“

 

სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობის აღსანიშნავად გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები და  სამახსოვრო პრიზები.