კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თიანეთის N1 საჯარო სკოლაში

11 ნოემბერი 2020

11 ნოემბერს,  კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თიანეთში, სადაც N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტებს შეხვდნენ. 

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაუტარეს და კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და დასვეს კითხვები საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ნათელა კოჭლამაზაშვილს, ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს, ნანა პირველს და სკოლის ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის.