5-7 ივლისს ერაზმუს+ ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - Strengthenining the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities“(SQUARE)“ ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში ბორის (ბუბა) ლეჟავა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.
პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო (EFMD), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეხვედრების ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა დარგის ექსპერტებმა იმსჯელეს უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე. შეხვედრა გახსნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მესამე მისიის მნიშვნელობის და ხარისხის გაუმჯობესებას ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, უზრუნველყოფს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგიას და სახელმძღვანელო მითითებებს, თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელებასა და შეფასებისათვის. პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელების და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და უფრო მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.
პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მესამე მისიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება განხორციელდება. აღნიშნული უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსტიტუციურ დონეზე დანერგვას და განვითარებას.