|
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობით მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის "ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში".
სახელმძღვანელო თავიდანვე განთავსდა პროექტის ვებ-გვერდზე, ფეისბუქ გვერდზე და გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მიმდინარე წლის 26 მარტს, სახელმძღვანელო, ასევე, განთავსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჩართულობით „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ პროექტში ჩართულ სკოლებთან ერთად ხელმისაწვდომი გახდება სხვა დანარჩენი სკოლებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს პროექტის “ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) პოპულარიაზაციას, ინტერესის გაზრდას ევროპული ასოცირების პროცესების შესწავლის მიმართ.