ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

11 ოქტომბერი 2021

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.

 

წლევანდელი თემა არის - „ფსიქიკური ჯანმრთელობა არათანაბარ სამყაროში“, რომელიც ეძღვნება ამ სფეროში არსებულ დიდ გამოწვევას - ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას.

 

ეს უთანასწორობა უფრო აშკარაა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების 75-95% -ს საერთოდ არ აქვს  ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა. 

 

ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ინვესტიციების არარსებობა, რომელიც არაპროპორციულია ჯანმრთელობის საერთო ბიუჯეტთან მიმართებით, ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის შეფერხებას.

 

კვლევების თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ ხარისხიანი ზრუნვის ნაკლებობა არსებობს. ამას ისიც ადასტურებს, რომ სიმპტომების გამოვლენიდან მკურნალობის მიღებამდე ადამიანს შეიძლება 15 წელი დასჭირდეს. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია, რასაც ეს ადამიანები განიცდიან, არა მხოლოდ გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ გავლენას ახდენს მათი განათლების შესაძლებლობებზე, მიმდინარე და სამომავლო შემოსავალზე და სამუშაო პერსპექტივებზე, ასევე მათ ოჯახებსა და ახლობლებზე. 

 

2021 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის კამპანია - „ფსიქიკური ჯანმრთელობა უთანასწორო სამყაროში“, საშუალებას მოგვცემს,  ყურადღება  იმ საკითხებზე გავამახვილოთ, რომლებიც ადგილობრივ და გლობალურ დონეზე  ფსიქიკური ჯანმრთელობის უთანასწორობას განაპირობებს .

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY )"  ფარგლებში. პროექტის  მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება  მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.