სტუმრის საათი - კურსი - განათლების სოციოლოგია

20 მაისი 2025

19 მაისს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორის, მარიამ ჯინჭველეიშვილის ინიციატივით, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს, სალექციო კურსი განათლების სოციოლოგიის ფარგლებში, სტუმრის საათის ფორმატში ესტუმრა ელენე ჯიბლაძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი) და განათლების პოლიტიკის სპეციალისტი. 

 

ელენე ჯიბლაძე არის განათლების პოლიტიკის სპეციალისტი და აქვს 10-ზე მეტწლიანი პროფესიული და კვლევითი გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების რეფორმების სფეროში პოსტსაბჭოთა რეგიონის ტრანზიტულ ქვეყნებში. განათლების სფეროში მისი პროფესიული ინტერესი მიმართულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ხარისხის განვითარების სისტემებზე, უნივერსიტეტის ავტონომიისა და „ჩართული“ უნივერსიტეტის საკითხებზე. 

 

სალექციო თემად განიხილებოდა: თანამედროვე ტენდენციები უმაღლესი განათლების სისტემაში და უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: სისტემის ტრანსფორმაცია და შედეგები.“

 

შეხვედრა ინტერაქტიური და კონტექსტუალური განხილვით გამოირჩეოდა. ელენე ჯიბლაძემ სტუდენტებს გააცნო საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი რეფორმები და მათი სტრუქტურული, პოლიტიკურ-ეკონომიკური და აკადემიური შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის განათლების პოლიტიკაზე, რეფორმების მიზნებზე და მათ ეფექტურობაზე.

 

სტუდენტებთან ერთად განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:

 

  • უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისკენ მისწრაფება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი პრაქტიკული განხორციელება საქართველოში;
  • უნივერსიტეტების ავტონომია და ჩართულობა ადგილობრივ და გლობალურ სოციალურ კონტექსტში;
  • აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური პლურალიზმის მნიშვნელობა.

 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, დასვან კითხვები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. აღნიშნული ინტერაქცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების გაღრმავებასა და განათლების სისტემის უკეთ გააზრებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ჭრილში.